მსოფლიო / 06-07-2026

"კიევზე მტრის ღამის თავდასხმის შედეგად ამჟამად 11 ადამიანია დაღუპული"

"ექიმების ცნობით, კიევზე მტრის ღამის თავდასხმის შედეგად ამჟამად 11 ადამიანია დაღუპული. მათგან ერთი დაჭრილი დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაშავდა 46 ადამიანი. მათგან 27 ექიმების მიერ ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის სამი ბავშვი.

ნგრევა და დაზიანება ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა.

ყველაზე მეტად პოდილსკის რაიონი დაზარალდა.

ასევე, დარტყმები განხორციელდა დარნიცის რაიონის საცხოვრებელ სახლებზეც.

მაშველები მუშაობენ, ექიმები იმ შენობებში არიან, სადაც დარტყმები მოხდა.

პოდილის, დარნიცის, ობოლონისა და ჰოლოსიევის რაიონებში, დარტყმის ადგილებზე, საგანგებო სამსახურები, მაშველები და მედიკოსები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და შედეგების ლიკვიდაციას" - აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ვიდეომიმართვაში.