ტექნოლოგიები / 16-09-2026

"ქარხნის სრულფასოვანი ელექტრომომარაგების აღდგენას კვირები დასჭირდა" - პარტიზანული მოძრაობა

“ჩვენმა აგენტმა, ობიექტის ხანგრძლივი შესწავლის, დეტალური დაგეგმვისა და სუსტი ადგილების ძიების შედეგად, შეძლო შეეღწია ქარხანა „ВЗПП-Сборка“-ს სიახლოვეს მდებარე ელექტროქვესადგურზე. მან გვერდი აუარა დაცვას, გაანადგურა საწარმოს შემყვანი მთავარი გამანაწილებელი კარადა, რის შემდეგაც უსაფრთხოდ დატოვა ქალაქი.

ეს ქარხანა რუსული სამხედრო რაკეტების ელემენტური ბაზის უმნიშვნელოვანესი მწარმოებელია: აქ უშვებენ ინტეგრალურ მიკროსქემებსა და კვების ბლოკებს Kh-101 რაკეტების ბორტკომპიუტერებისა და ნავიგაციისთვის, ავტომატიკისა და მართვის ბლოკების კომპონენტებს „ისკანდერ-კ“-სთვის, ასევე ნახევარგამტარებს რადარებისა და საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექს „პანცირ-ს1“-ის ცეცხლის მართვის სისტემებისთვის.

დარტყმამ გამოიწვია ძაბვის მკვეთრი ცვალებადობა და საამქროების ენერგომომარაგების გათიშვა, ხოლო ქარხნის სრულფასოვანი ელექტრომომარაგების აღდგენას კვირები დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში ჩაიშალა აღნიშნული სისტემებისთვის საკვანძო ელემენტების მიწოდების ვადები, რამაც პირდაპირი შეფერხება გამოიწვია თავად რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის კომპლექსების წარმოებაში.

პუტინი, უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, ომის შეჩერებას არ გეგმავს და ფართომასშტაბიან მობილიზაციას ამზადებს. რუსული არმია და პუტინის რეჟიმი საერთო კეთილდღეობისთვის უნდა შეჩერდეს.“ - წერს პარტიზანული მოძრაობა „ატეში“.