სოც. მედია / 19-12-2025

"ჯერ ყველას შევხვდები დაველაპარაკები. რაღაც დრო დამჭირდება, რომ მოვისმინო ვინ რას ფიქრობს. მერე მოვყვები ჩემი აზრით რა არის სწორი"

"ერთადერთი რისი საშუალებაც მქონდა ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზიიდან ვიღებდი "ფორმულა" და "TV პირველი", სოც. ქსელებთან წვდომა არ მქონდა, ადვოკატები ხანდახან რაღაცებს მიყვებოდნენ. მე კი მეყოფა თავხედობა, რომ ეგრევე ჭკუის სწავლება დავიწყო ახლა და მოყოლა რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თავს შევიკავებ მოდი. ჯერ ყველას შევხვდები დაველაპარაკები. რაღაც დრო დამჭირდება, რომ მოვისმინო ვინ რას ფიქრობს. მერე მოვყვები ჩემი აზრით რა არის სწორი, რისი გაკეთება და როგორ უნდა გაკეთდეს და მათ შორის ვეცდები რომ გავაკეთო მანამ, სანამ დამაცდიან, რომ გარეთ ვიყო.

25-ში იყო მეორე საქმეზე სხდომა და გადადეს 2 თვითო, სადღაც თებერვალშია ჩანიშნული ზუსტად არ ვიცი. არაფერი, მასკარადი ინება ის, რაც იქნება. თვითონ პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას. წესით ლაკა უნდა გამოვიდეს, ვაშაძე, ნიკა გვარამია უნდა გამოვიდეს, მელიას არ უშვებენ. ამ ხალხს რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას ეგ არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ.

ჩემი აზრით, გზავნილი არის ცხადი, რომ გამოგვიშვებენ ცოტა ხანი. ამ განცდას ახლა რა განცდაც მე მაქვს - ღია სივრცეს რომ ვხედავ და უცნაური განცდები რომ მაქვს. თავისუფლების შეგრძნებას მოგვცემენ რომ შევიგრძნოთ და მერე მოგვცემენ საშუალებას, რომ ან გავჩუმდეთ და გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ. რასაც ვერ მიიღებენ ვერცერთი ჩვენგანისგან ცხადია. მაგრამ ამის მერე რას გადაწყვეტენ არ ვიცი, მაგრამ ალბათობა იმისი, რომ ყველა ის ადამიანი ვინც აქტიური იქნება და ვინც ბრძოლას გააგრძელებს რომ დაიჭირონ არის ძალიან მაღალი. ვნახოთ. ვადამდელი არჩევნები შეიძლება დანიშნონ, შეიძლება არა, მეც მაქვს რაღაც არგუმენტები. არ მგონია ამათზე იყოს დამოკიდებული, საბოლოო ჯამში დამოკიდებულია იმაზე რუსები რას გადაწყვეტენ, ეგ არ არის მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გრძელდება და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ ადამიანები აგრძელებენ პროტესტს. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი რაღაცისთვის ვიღაცებს დაიჭერენ სცემენ, ვიღაცებს დააჯარიმებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს და გასაგები იყოს გზა, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. დღეს რუსთაველზე მისვლას ვაპირებ" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "მთავართან" საუბრისას.