ივენთ კომპანია „ივენტორიქსმა“ ასზე მეტ წამყვან კომპანიას საქმიან ვახშამზე უმასპინძლა და საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლა დააანონსა
ივენთ კომპანია „ივენტორიქსი“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში 100-ზე მეტ წამყვანი კომპანიის წარმომადგენელს, გასაოცარ სივრცეში უმასპინძლა. კომპანია, დაარსების დღიდან გამორჩეულად ლამაზი და განსხვავებული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, "ივენტორიქსმა" აღნიშნული ღონისძიება უნიკალურ და განსაკუთრებულ სივრცეში ჩაატარა.
საქმიანი ვახშმის სტუმრებს დარბაზში მეტალის მასშტაბური სტენდი დახვდათ, სადაც თითოეული სტუმრის სახელი და გვარი ამოტვიფრული და ამონათებული იყო. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება, ასევე, დაიმსახურა ცოცხალი თევზების აკვარიუმებმა, რომლებიც თითოეულ მაგიდაზე განთავსდა. 
საღამოს გასტრონომიულ ნაწილზე სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-მა იზრუნა. შეფების მიერ შედგენილმა უგემრიელესმა მენიუმ საქმიანი ვახშამი განსაკუთრებული გახადა.
საღამოს არაჩვეულებრივი მუსიკალური განწყობა კი მარიამ გალოგრემ შექმნა. მომღერლის რეპერტუარი და შესანიშნავი ხმა, სრულ ჰარმონიაში მოვიდა გარემოსთან.
რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს. "ივენტორიქსის" საქმიან ვახშამზე, ღონისძიების სპონსორმა კომპანიებმა საზოგადოებას საკუთარი საქმიანობა, პროდუქცია, სიახლეები და ინიციატივები გააცნეს.
ანი კალანდაძე, "ივენტორიქსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი:
"ივენტორიქსი" 5 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს და აკეთებს დიზაინს. ამ დროის განმავლობაში ჩატარებული გვაქვს 500-ზე მეტი ღონისძიება. მზად ვართ მოვემსახუროთ 1000 პერსონაზე ღონისძიებებს და სრული მხარდაჭერა გავუწიოთ კომპანიებს".
მარინა ელისაშვილი, "სპუსეკოს“ დამფუძნებელი:
"სპუსეკო" ახორციელებს იტალიური ცქრიალა ღვინისა და ღვინის იმპორტს საქართველოში. ჩვენი მომწოდებლებისგან ექსკლუზივი გვაქვს, შესაბამისად, ეს პროდუქცია საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. დიდი მადლობა "ივენტორიქსს" ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის".
თამარ ჯიოშვილი, საერთაშორისო გადამზიდი კომპანია GBN-ის CPC მენეჯერი:
"GBN დღეს ერთ-ერთი მომხსენებელი იყო კომპანია "ივენტორიქსის" მიერ ორგანიზებულ საღამოზე. მოხარულები ვართ, რომ ასეთ არაფორმალურ გარემოში ხდება კომპანიებს შორის ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა, გაცნობა, სერვისების შეთავაზება. კიდევ ერთხელ, მადლობა ორგანიზატორებს ასეთი შესანიშნავი გარემოსთვის". 
ზაალ ხელაძე, "სიდრის კლუბი ბაზალეთის" დამფუძნებელი:
"ძალიან მომწონს დღევანდელი საღამო, აღფრთოვანებული ვარ. საშუალება მოგვეცა საზოგადოებისთვის წარგვედგინა ახალი შეთავაზება ბრენდული ელექსირი, რაც წარმოადგენს კონკრეტული კომპანიებისთვის ახალი ბრენდული სასმელის, ბრენდული გემოს შექმნას. საღამო არის საშუალება საზოგადოებას გავაცნოთ ეს სასმელი. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო საშუალების მოცემისათვის. იმედი გვაქვს, გაგრძელდება ასეთი შეხვედრები, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და წარმატების საწინდარი".
დიანა ჩომახაშვილი, სასტუმრო "განთიადი":
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე, რომელიც უდიდესი გემოვნებით და ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალონ. ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი "რეცეპტი" კომპანიებისთვის, რომლებიც უჩივიან დაღლილობას, მოტივაციის დაქვეითებას და სხვა მსგავს სიმპტომებს. ამიტომ, ყველას ვურჩევ გაატარონ სამდღიანი განტვირთვა ცემში".
თამთა მოსიაშვილი, "ვუდთინსის" დამფუძნებელი:
"ვუდთინსი" არის ბრენდი ემოციებზე. ჩვენ ბრენდის ქვეშ ვაწარმოებთ ექსკლუზიურ და ინდივიდუალურ სამკაულებსა და აქსესუარებს. დღევანდელი საღამო საკმაოდ საინტერესო იყო და საკმაოდ ბევრი პარტნიორი შევიძინეთ. "ივენტორიქსს" კი ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას ასეთი ჯადოსნური ღონისძიებების ორგანიზებაში".
საღამოს კულმინაცია მასშტაბური გათამაშება იყო. ვახშმის მონაწილე სტუმრების უდიდესი ნაწილი, პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდა. გათამაშებისთვის საჩუქრები დააწესეს შემდეგმა ბრენდებმა და კომპანიებმა: სასტუმრო „ესკიზი, სასტუმრო „ნავი“, სასტუმრო „გორი ინნ“, სასტუმრო „განთიადი“, სასტუმრო „აგარანი“, „სანტე“, PSP, სპუსეკო, მალო პერო, „ბიბლუსი“, „ქინგ დევიდი“, ვუდთინსი, „სიდრის კლუბი ბაზალეთი“,“არტე“, „პიელ ნატურალსი“, ბრენდი KAJAIA, „ნეილ სანი“, ბრენდი შავდია, ლა დოლჩე ვიტა, იადე, ჰოთსეილი, სობა, „ლურჯი ოკეანე“, ქორიძის კლინიკა, „ლიმლატ სფარქლი“ .
ვახშამი სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.
ამიერიდან, კომპანია „ივენტორიქსი“, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს და პირადი თუ კორპორატიული საღამოების, ბიზნეს დაჯილდოებების, საქმიანი ვახშმების თემატურ გაფორმებაზე მუშაობს, საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის.
კომპანია ბიზნეს სექტორსა და ინდივიდუალურ პირებს, ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში, ლოკაციის მოძიების, დიზაინის, დეკორაციების, მუსიკალური გაფორმების, მედია გაშუქებისა და სხვა ყველა საჭირო მომსახურების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიან სერვისს გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ინარჩუნებს მის ძირითად ხაზსა და დამახასიათებელ ნიშას - ინოვაციურობას. შესაბამისად, ყოველი მომდევნო ღონისძიება ინოვაციური, სიახლეზე ორიენტირებული, ინდივიდუალური და გამორჩეული იქნება.