ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის. SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ვარდნამ მისი ქონება კვლავ $1 ტრილიონის ნიშნულს ქვემოთ ჩამოიყვანა
ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების მკვეთრმა ვარდნამ მისი ქონება კვლავ $1 ტრილიონის ნიშნულს ქვემოთ ჩამოიყვანა.
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მასკის წმინდა ქონება დაახლოებით $957 მილიარდამდე შემცირდა, რითაც დასრულდა მისი ხანმოკლე ყოფნა ისტორიაში ერთადერთ ადამიანად, რომელიც 13-ციფრიან ქონებას ფლობდა.
მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი 12 ივნისს გახდა, როდესაც SpaceX საფონდო ბირჟაზე გავიდა.