"ილონ მასკ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერა გაგრძელდება"
“Starlink-ის კავშირი 160 კმ/სთ-მდე სიჩქარის პირობებში აღდგენის პროცესშია. Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. გმადლობთ, ილონ მასკ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“ - წერს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი X-ზე.
"გასულ ღამეს Starlink-ის ტერმინალების მუშაობა შეიზღუდა. 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილებისას კავშირი წყდებოდა. შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია ჩაიშალა. სავარაუდოა, რომ SpaceX-მა ეს ზომები ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით მიიღო. ჩვეულებრივი თანამგზავრული კავშირის ტერმინალები ამჟამად შეუფერხებლად მუშაობს“ - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, სერჰი სტერნენკო სოციალურ ქსელში.
Starshield SpaceX-ის მიერ შემუშავებული სპეც-პროექტია, რომელიც წარმოადგენს Starlink-ის სამხედრო და სამთავრობო ვერსიას. Starlink კომერციული და სამოქალაქო მოხმარების სერვისია, Starshield კი შექმნილია უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა (პენტაგონის) და მისი მოკავშირეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.