გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
საკუთარ თავში დაეჭვებას რა უნდა?! მით უმეტეს, როცა 19 წლის ხარ. ამ დროს, ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ვაითუ, მომავალი არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებულია.
სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი ორიენტირის პოვნა, ამ ამბავში კი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. სხვადასხვა პროგრამით და შემეცნებითი სერიით ჩვენ გვერდში ვუდგავართ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები თავიანთ 19 წლის ვერსიებს უბრუნდებიან და დღევანდელი გადასახედიდან უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
სერიაში ამჯერად ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, გვანცა დარასელიას რჩევებს მოვუყარეთ თავი. მისი ისტორია და გამოცდილება კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც ეჭვები აწუხებთ, თუმცა წინ დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი.
გვანცას საკუთარი თავის 19 წლის ვერსიას პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და დაფასებას ურჩევს.
შენ საკმარისად კარგი ხარ და თუ დამიჯერებ, უფრო მეტიც!
ჟურნალისტის თქმით, პროფესიული გზის დასაწყისში ხშირია ხოლმე ღელვა არჩეული პროფესიული მიმართულების შესახებ. შანსი რომ ჰქონდეს, გვანცა დაამშვიდებდა საკუთარ 19 წლის თავს და ურჩევდა, რომ ცოტათი მაინც დამტკბარიყო საკუთარი მიღწევებით.
19 წლის ასაკში უკვე ყველაზე მაგარ ტელევიზიაში მუშაობ, თან ყველაფერი წინაა! სწორი არჩევანი გააკეთე.
როცა საქმე მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლას ეხება, გადამწყვეტია ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს ხდის. გვანცას გამოცდილებით, ერთი მთავარი ჩვევა, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დროის მართვასა და ორგანიზებულობას უკავშირდება.
ეს ჩვევა მარტივად ჟღერს, თუმცა დიდი ძალა აქვს, ჩამოწერე გეგმები და ნუ გადადებ საქმეებს.
გვანცას თქმით, უნივერსიტეტის წლები და მიღებული განათლება ის მთავარი საყრდენი იყო, რამაც საკუთარი არჩევანის სისწორე დაანახა.