გაათავისუფლებენ თუ არა, მიქაუტაძეს?
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიერ, რომეო მიქაუტაძისთვის მისი უფლებების განმარტებისას ცნობილი გახდა, რომ მას 9 ბრალდება აქვს წარდგენილი.
ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესზე დღეს აღკვეთის ღონისძიება გადაიხედება. დაცვის მხარე მიქაუტაძის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას ითხოვს.
რომეო მიქაუტაძე თანამდებობას ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იკავებდა. ის კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.