"ჩვენ არასათანადოდ შევაფასეთ მოლდოვაში არსებული ვითარება" - დუგინი
"ჩვენ არასათანადოდ შევაფასეთ მოლდოვაში არსებული ვითარება და ახლა საქმე გვაქვს ტოტალიტარულ რეჟიმთან.
ეს ტოტალიტარული რეჟიმია. ისინი კანონს არ ემორჩილებიან. ახლა ორი ძალა არსებობს და მათ შორის ანტაგონიზმი ყოველდღიურად იზრდება. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ბოლომდე ჩაეჭიდება მას, ყველაფერზე წავა. ისინი მოლდოვას ჩვენს წინააღმდეგ ომში ჩაითრევენ, საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციას დაიწყებენ დნესტრისპირეთის წინააღმდეგ“ - ამბობს კრემლის პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც პროევროპულმა ძალამ პრორუსული დაამარცხა.