პოლიტიკა / 18-11-2025 / 58 Views

ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერს უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერს უმასპინძლა.

"რა შესანიშნავი დღე იყო ერევანში, აშშ-ის პრეზიდენტის აგვისტოს ისტორიული სამშვიდობო სამიტის შემდეგ. მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, არარატ მირზოიანთან, არმენ გრიგორიანთან, ვაჰან კოსტანიანთან და რუბენ რუბინიანთან აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე.

TRIPP-ის განსავითარებლად, აშშ-სომხეთის ურთიერთგაგების მემორანდუმების განსახორციელებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის წინსვლისთვის, აშშ-ის პრეზიდენტისა და ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით ავამოქმედეთ სამუშაო ჯგუფები. ახლა ბაქოში მივემგზავრები!“ - აცხადებს ელისონ ჰუკერი.