ემიგრანტებს, სხვა ქვეყნიდან, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აღარ ექნებათ
„ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ემიგრანტებს, არც ერთ არჩევნებში აღარ შეეძლებათ მონაწილეობის მიღება, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. მათ, ხმის მისაცემად, ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. ექსპერტთა აზრით, ეს, საარჩევნო ხმის უფლების ანტიკონსტიტუციური შეზღუდვაა, ტერიტორიული ნიშნით.
„საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ - ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი“ - შალვა პაპუაშვილი.
„ხელისუფლების წყაროა ხალხი.
ხალხმა რომ ძალაუფლება განახორციელოს, უნდა არსებობდეს შესაბამისი დემოკრატიული ფორმები, რომლის გამოყენებითაც, ხალხი შეძლებს მართვას. საარჩევნო ხმის უფლება სწორედ ასეთი ფორმაა.
საქართველოს მოქალაქეებისათვის ტერიტორიული ნიშნით ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.“ - წერს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, სოციალურ ქსელში.