მსოფლიო / 13-01-2026

"დღეს დიდი საქმე აღასრულეთ და ისტორიული დღე შექმენით"

"დღეს დიდი საქმე აღასრულეთ და ისტორიული დღე შექმენით. ამ დიდებულმა შეკრებამ, რომელიც მტკიცე ნების გამოხატულებას წარმოადგენს, ჩაშალა გარე მტრების გეგმა, რომელიც შიდა დაქირავებული ძალების ხელით უნდა განხორციელებულიყო.

დიდმა ირანელმა ერმა საკუთარი თავი, თავისი ნება და იდენტობა თვალსაჩინოდ დაანახა მტრებს. ეს იყო გაფრთხილება ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ შეწყვიტონ ფარისევლობა და არ დაეყრდნონ მოღალატე დაქირავებულ ძალებს.

ირანელი ხალხი მტკიცე და ძლიერია, შეუძლია მტრის ცნობა და მუდამ ფხიზლად არის.

ღმერთმა აკურთხოს ყველა თქვენგანი" - ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართვა, რომელსაც საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.