"დატოვეთ ირანი ახლავე"
"აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა დაგეგმონ ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები და, თუ ეს უსაფრთხოა, განიხილონ ირანიდან სომხეთში ან თურქეთში სახმელეთო გზით გამგზავრება. დატოვეთ ირანი ახლავე.
შეადგინეთ ირანიდან გამგზავრების გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. თუ გამგზავრებას ვერ ახერხებთ, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელში ან სხვა უსაფრთხო შენობაში. იქონიეთ საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი. მოერიდეთ დემონსტრაციებს, აკონტროლეთ სიახლეები მედიაში და მზად იყავით გეგმების შესაცვლელად" - ირანში აშშ-ის ვირტუალური საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და მზარდი ესკალაციის ფონზე ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.