მსოფლიო / 06-01-2026

"დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში"

„ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და "დემოკრატიის ბომბებზე" და "ლიბერალიზმის რაკეტებზე" ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ - გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს - ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს - ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი.

დაბოლოს, ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია.

იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში - არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში“ - შალვა პაპუაშვილი