ტექნოლოგიები / 21-10-2026

„ჩვენ უკრაინაში Starshield-ის მუშაობა არ შეგვიზღუდავს"

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ აშშ-ის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით არ შეცვლილა. მოიცავს ეს Starshield-ის დაფარვასაც?

აშშ-ის ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეტი: „ჩვენ უკრაინაში Starshield-ის მუშაობა არ შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, დაცვა სჭირდება და სწორედ აქ აქვს Starlink-ს ამ გადაწყვეტილებების მიღების უფლება. მაგრამ ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ არანაირი მითითება არ გაგვიცია"

Starshield SpaceX-ის მიერ შემუშავებული სპეც-პროექტია, რომელიც წარმოადგენს Starlink-ის სამხედრო და სამთავრობო ვერსიას. Starlink კომერციული და სამოქალაქო მოხმარების სერვისია, Starshield კი შექმნილია უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა (პენტაგონის) და მისი მოკავშირეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.