მსოფლიო / 19-06-2026

"ჩვენი დიდებული სამხედრო ხომალდები დარჩებიან აღნიშნულ რეგიონში, რათა დარწმუნდნენ, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი მკაცრად არის დაცული"

"პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დღეს აშშ-ის ძალებმა მოხსნეს ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალ და იქიდან გამომავალ ყოველგვარ საზღვაო მიმოსვლაზე. ამერიკული ძალები არ აფერხებენ გემების ტრანზიტს არაბეთის ყურესა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებისკენ ან პორტებიდან. აშშ-ის სამხედროების მიერ ბლოკადის აღსრულების ყველა ძალისხმევა შეწყდა.

ჩვენი დიდებული სამხედრო ხომალდები დარჩებიან აღნიშნულ რეგიონში, რათა დარწმუნდნენ, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი მკაცრად არის დაცული, სრულდება და სრულ ძალაშია" - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე.