"ამ ზამთრამდე ჩვენ უკვე უნდა ვნახოთ ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით ჩვენი ერთობლივი მუშაობის კონკრეტული შედეგები"
"ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ პუტინი ახლა იმედებს ამყარებს უკანასკნელზე, რაც მას დარჩა: მუდმივ სარაკეტო თავდასხმებზე. მას აქვს ბალისტიკური რაკეტები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ანტიბალისტიკური შესაძლებლობები. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ დრონებისგან დასაცავად და მათი გადაჭერის მაჩვენებელი 90 პროცენტზე მეტია. ეს სერიოზული მიღწევაა. ჩვენ ასევე ვიცავთ თავს ფრთოსანი რაკეტებისგან. თუმცა რუსული ბალისტიკური რაკეტები კვლავ პრობლემად რჩება და ჩვენ გვჭირდება პასუხი ამ გამოწვევაზე.
ჩვენმა ანტიბალისტიკურმა კოალიციამ - ყველა ქვეყანამ, რომელიც მის შემადგენლობაშია - უნდა აჩვენოს სრული პოტენციალი და უზრუნველყოს რეალური შედეგები. უმჯობესია - ამ წელს.
ამ ზამთრამდე ჩვენ უკვე უნდა ვნახოთ ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით ჩვენი ერთობლივი მუშაობის კონკრეტული შედეგები" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.