"ბუნდოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?!"
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად.
ბუნდოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?! ეს არის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო, ასევე ფაკულტეტის საბჭოები. მე რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანის შემთხვევაში არ ყოფილა არანაირი საუბარი აღნიშნულ თემაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ნამდვილად რეგულირდება.
ჩვენი წესის მიხედვით, ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად უნდა გასცენ მმართველმა საბჭოებმა - ეს არის აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. ძალიან დიდი გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში როგორ მოხდება ავტორიზაციის, აკრედიტაციის საკითხები, ვინაიდან ის უნივერსტიტეტი, რომელიც დაფუძნდება, ახალი უნივერსიტეტი იქნება“ - ილიაუნის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ოცნების ინიციატივაზე, თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების შესახებ.