პოლიტიკა / 05-03-2026

"ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს..."

"ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს გარდა იმისა, რომ 100 წლის წინ აქ ბრიტანული ჯარი იდგა, რომელიც გავიდა და ამით ისარგებლა რუსეთის არმიამ და საქართველო მიიერთა.

სხვა რა კავშირი გვაქვს ასეთი, რომ განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ვართ - არ არსებობს..." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.