"ბელორუსის ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სიგნალის რეტრანსლატორებმა 22 ივნისს მუშაობა შეწყვიტეს"
"იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მთავარსარდალმა [ოლექსანდრ სირსკიმ] და დაზვერვის სამსახურებმა მომაწოდეს, ბელორუსის ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სიგნალის რეტრანსლატორებმა 22 ივნისს მუშაობა შეწყვიტეს.
გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ არ ვიცი, მოხდა თუ არა მათი დემონტაჟი. მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები სიტუაციას და ყოველდღიურ ანგარიშებს ვიღებ. ფაქტია, რომ სიგნალის რეტრანსლატორები დღეს არ მუშაობენ" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.