banner
პოლიტიკა / 02-06-2025 / 218 Views

ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს - „პირველები“

"პირველების" ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ლევან მგალობლიშვილი ადგილზე მივიდა, თუმცა იქ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსისტი აღარ დახვდა.

იურისტი ამის შემდეგ გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში მივიდა. როგორ მოხდა ბაჩიაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხეში გადმოყვანა, სავარაუდოდ, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ბიზნესმენის ინტერესების დამცველი გლდანის მე-8 დაწესებულებას დატოვებს.