"არსებობს იმედი, რომ ძალთა ახალი ბალანსის პირობებში უკრაინა უფრო ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს“
"რას ნიშნავს ჩვენთვის აშშ-ის არჩევნების შედეგები? როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ყოველთვის გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი ცვლილება უკეთესობისკენ იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი არჩევნების, განსაკუთრებით კი აშშ-ის არჩევნების დროს, მკაფიო სიგნალები ისმის.
დემოკრატიული პარტიის გზავნილი იყო ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შიდა საკითხებთან ერთად, მათთვის პრიორიტეტული ევროპაში მიმდინარე ომზე ფოკუსირება გახდებოდა, ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ და ამისთვის მადლობელი ვართ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების. თუმცა არჩევნების პროცესში დემოკრატები სრულიად ღიად საუბრობდნენ უკრაინის მხარდაჭერასა და მისთვის დახმარების აღმოჩენაზე.
ჩემი აზრით, ეს კავშირი ამერიკასა და ევროპას შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ცოტათი შესუსტდა. ეს ალიანსი კი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე პუტინის შეჩერება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ არსებობს იმედი, რომ ძალთა ახალი ბალანსის პირობებში უკრაინა უფრო ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.