„არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სომხეთის ხელმძღვანელობის დაახლოების კურსი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან"
„არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სომხეთის ხელმძღვანელობის დაახლოების კურსი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, რომლის მთავარი პოლიტიკური ხაზიც სწორედ მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული.
ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებიდან აგრესიულ მილიტარისტულ ბლოკად გარდაიქმნება. NATO-სთან მისი ფაქტობრივი კავშირი ნათელია… სომეხმა პარტნიორებმა არაფორმალურად შეგვატყობინეს, რომ რუსეთის რიგი მოქალაქეების სადამკვირვებლო მისიაში შეყვანა არ სურთ. საუბარია სახელმწიფო დუმას სამ დეპუტატსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელზე. ამის მიზეზები მოვითხოვეთ, მაგრამ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი დასანანია და ეს ჩვენთვის გაუგებარია“ - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.