"არ მივცემთ უფლებას ირანს, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ნულოვანი შანსია"
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას ირანს, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ნულოვანი შანსია. მათ ეს იციან და დათანხმდნენ ამას. ვნახოთ, მზად არიან თუ არა ხელი მოაწერონ.
მათ ძალიან სწრაფად უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, დიდი ტკივილი ელოდებათ“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.