„არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას - „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები - აკუმულატორი, საბურავი და ზეთი - სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. №1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა.
მოქალაქეები, რომლებიც გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე!“ გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.
გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.