ტექნოლოგიები / 15-06-2026

"ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან"

"ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან. მას დაბადების დღე მივულოცე და საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ მრავალი საკვანძო საკითხი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობაცაა. პრეზიდენტ ტრამპს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ძალისხმევაში წარმატებები ვუსურვე. ასევე მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მადლიერებით გვახსოვს ამ მხარდაჭერის ყოველი ნაბიჯი - Javelin-ებიდან დაწყებული, Patriot-ებით დამთავრებული.

ჩვენ განვიხილეთ ის, რაც დაგვეხმარება მშვიდობასთან მიახლოებაში ახლავე დაგვეხმარება. პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებულ ბოლო მოვლენებსა და იმაზე, თუ როგორ გამყარდა ჩვენი პოზიცია. შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ G7-ის სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს. გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელიც მშვიდობასთან მიახლოებასა და სიცოცხლის დაცვაში დაგვეხმარება" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.