მსოფლიო / 05-05-2026

"6 მაისი აჩვენებს, არის თუ არა მოსკოვი სერიოზულად განწყობილი და რა სურს მას სინამდვილეში - მშვიდობა თუ სამხედრო აღლუმები"

„მშვიდობა „აღლუმებსა“ და „ზეიმებს“ ვერ დაელოდება. თუ მოსკოვი მზად არის საომარი მოქმედებების დასასრულებლად, მას ამის გაკეთება უკვე ხვალ ღამით შეუძლია. უკრაინა მზადაა: 5-დან 6 მაისის შუაღამისას. ეს არის სერიოზული წინადადება ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად.

მოვუწოდებ ჩვენს ყველა პარტნიორს, ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების

ყველა შტაბ-ბინას, მხარი დაუჭირონ საომარი მოქმედებების შეწყვეტის ამ მოწოდებას.

6 მაისი აჩვენებს, არის თუ არა მოსკოვი სერიოზულად განწყობილი და რა სურს მას სინამდვილეში - მშვიდობა თუ სამხედრო აღლუმები" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე.