2 000 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ბზას მოჭრის, ამოძირკვავს ან ტოტებს დააზიანებს 2 000 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ბზას მოჭრის, ამოძირკვავს ან ტოტებს დააზიანებს />


  13:09:00     22-04-2024

2 000 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ბზას მოჭრის, ამოძირკვავს ან ტოტებს დააზიანებს

17137770701522222176.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს და მოქალაქეებს ახსენებს, რომ ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.

სააგენტოს თქმით, სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.


ავტორი: presa.ge