პანკისის ხეობის სოფელ დუისში კაცი დაჭრეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში კაცი დაჭრეს />


  16:39:59     12-09-2023

პანკისის ხეობის სოფელ დუისში კაცი დაჭრეს

16945225496.jpg

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 25 წლამდე ასაკის პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები ქვედა კიდურების მიდამოში აქვს მიყენებული. 

დაჭრილი პიროვნება ახმეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.


ავტორი: presa.ge