ჩამოშლილი მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე და აღდგენისთვის გამოყოფილი 64 მლნ – კორუფციის ახალი ნიშნები ჩამოშლილი მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე და აღდგენისთვის გამოყოფილი 64 მლნ – კორუფციის ახალი ნიშნები />


  10:31:31     22-01-2024

ჩამოშლილი მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე და აღდგენისთვის გამოყოფილი 64 მლნ – კორუფციის ახალი ნიშნები

17059059422.JPG

რიკოთის ფერდის აღდგენის სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ მილიონობით ლარი დაიხარჯება. რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე არსებული ფერდობის გამაგრებისთვის სახელმწიფომ 64 მილიონ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ჯერ კიდევ არაა შერჩეული კომპანია, რომელიც აღდგენით სამუშაოებს შეასრულებს, რადგან ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთ-ერთმა სატენდერო პროცესი გაასაჩივრა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა ტენდერი იმისთვის, რომ გამოევლინა კომპანია, რომელიც გზის ამ ჩამოშლილ ნაწილს აღადგენდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - "ცეკურიმ" და "ენერგონმა" მიიღეს. შედარებით დაბალი ფასი შესთავაზა კომპანია "ენერგონმა" და სწორედ ეს კომპანია შეირჩა, თუმცა, მოგვიანებით, არასაკმარისი დოკუმენტების გამო ეს კომპანია დახარვეზდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ცეკურისთან", თუმცა, როგორც კორუფციის მკვლევრები ამბობენ, სახელმწიფომ უკვე დააგვიანა და ვერ შეძლო დროულად, რომ რიკოთის საშიში მონაკვეთი აღედგინა და საუბრობენ კორუფციულ ფაქტებზე. 

ცნობისთვის, 2023 წლის 13 მარტს, მეწყრული პროცესები განვითარდა უბისა-შორაპანის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე და  გზის სექცია ჩამოიშალა. ამ მონაკვეთს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აშენებდა. 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 900 მილიონ ლარზე მეტი უჯდება და ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამშენებლო მონაკვეთია.  


ავტორი: presa.ge