• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

ფსიქიკური აშლილობა და ხასიათის უარყოფითი ცვალებადობა- რას იწვევს მწარე ყავა?

ბევრი რამ თქმულა ყავის ზემოქმედებასა და მის გავლენაზე. 

მაგალითად, დილის ყავა არამარტო სწრაფი გამოფხიზლებისთვის არის კარგი საშუალება, არამედ ბევრი სხვა სასარგებლო თვისების მატარებელიცაა. მაგალითად, ნატურალური ყავის ზომიერი მიღება ჯანმრთელ ადამიანში რამდენიმე დაავადების რისკს ამცირებს და საბოლოო ჯამში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა ნაადრევი სიკვდილის პრევენციასაც კი ახდენდეს. 

თუმცა, მის დადებით თვისებებთან ერთად აღსანიშნავია, მავნე და უარყოფითი თვისებები. 

უცხოური გამოცემა- indy100 ამის შესახებ, სტატიას გვთავაზობს. 

ყავის სხვადასხვა სახეობა არსებობს, ერთ-ერთი გახლავთ მწარედ არომატიზებული ყავა, სწორედ ამ უკანასკნელზე მკვლევარებმა და მეცნიერებმა სხვადასახვა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის სედეგად დადგინდა, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. 

კვლევის შედეგად, 1,000-ზე მეტი მოზარდი გამოიკითხა, როგორც აღმოჩნდა, მწარე ყავა  მათზე განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს.
„უახლოესი კავშირია მწარე ყავის მიღებასა და სადიზმს შორის“-აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი. 

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მწარე და ტკბილი საკვებისა თუ სასმელის მიღება, ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს. 

მაგალითად, ტკბილის მიღება უფრო აკეთილშობილებს ადამიანებს და დახმარების სურვილს უჩენს, ხოლო, მწარე საკვები თუ სასმელი ადამიანების მიმართ მტრულად განგაწყობთ. 





თეგები :