• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს

აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს.

აშშ-ის სენატი ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას გატაცებული გემები და გაათავისუფლოს დაპატიმრებული მეზღვაურები.

გარდა ამისა, სენატორები მხარდაჭერას უცხადებენ ოფიციალურ კიევს და გმობენ რუსეთის ნებისმიერ სამხედრო ქმედებებს, რომელიც მიმართულია საერთაშორისო წესების ცალმხრივ შეცვლაზე.

„ქერჩის ხიდის არაკანონიერი მშენებლობა, რაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, აზოვის ზღვის მილიტარიზაცია, ყველაფერი ეს ქერჩის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ნაოსნობის გამკაცრების მიზეზი გახდა. აშშ ელოდება, რომ რუსეთი შეწყვეტს გემების შემოწმებას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი არ სცნობს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას.

თეგები :