• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დანაწევრებულ ცხედარს მიაგნეს

საინფორმაციო სააგენტო Haberler-ის ცნობით, თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დანაწევრებულ ცხედარს მიაგნეს. ჟურნალისტის ცხედარი სტამბოლში, გენერალური საკონსულოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, ჭაში აღმოაჩინეს.

The Washington Post-ის ჟურნალისტი, საუდის არაბეთის მოქალაქე ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს.

მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია.

ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.

თეგები :