• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქე

საქართველო გახდა მაგალითი თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც C ჰეპატიტია.      

2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც უნივერსალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობაზე.  ამ პროგრამამ პრაქტიკულად ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და საუბარი არის სიცოცხლისათვის აუცილებელ მკურნალობაზე, რომლის გარეშეც პრაქტიკულად პაციენტები , ჩვენი თანამოქალაქეები განწირულები იქნებოდნენ.

ეს არის მკურნალობა 80 000 დოლარამდე ჯდება და რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრაქტიკულად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.  უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა ამ მკურნალობით და პრაქტიკულად სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან.  პროგრამაში ახლაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და აგრძელებს მკურნალობას. პროგრამის მეორე ეტაპზე გამოიკვეთა იმ მოქალაქეების  პრობლემა, რომლებსაც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდათ საშუალება კვლევები ჩაეტარებინათ, რომლებიც აუცილებელია ადამიანის მკურნალობისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ, სახელმწიფომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეფინანსებინა ის კვლევები, რაც  მკურნალობის დაწყებამდე არის აუცილებელი.  

შემდეგი ეტაპიც,  ასევე კვლევებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პრაქტიკულად გარღვევა იმ მიმართულებით, რომ უფრო  მეტმა ადამიანმა და უფრო სწრაფად მიიღოს მკურნალობა და დიაგნოსტიკა.  ეს არის უკვე სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქე მოძრაობს და მიმართავს სახელმწიფო სერვისებს და სწორედ იქ სახელმწიფომ გადაწყვიტა მიაწოდოს ინფორმაცია და მიაწოდოს სკრინინგული კვლევები ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის რომ სერვისებით მოცვა გაიზარდოს მოკლე დროში , უფრო მეტმა მოქალაქემ, უფრო სწრაფად შეძლოს რომ გაიგოს თავისი დიაგნოზის შესახებ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს მკურნალობის პროცესში, რაც ბუნებრივია ზოგავს როგორც ჯანმრთელობას, ასევე ზოგავს იმ რესურსებს, რომელიც უნდა დაეხარჯა მომავალში სახელმწიფოს ამ საქმისთვის.  გარდა იმისა რომ სახელმწიფომ გარდა იმისა რომ მოაგვარა ამდენი ადამიანის პრობლემა, რაც პრაქტიკულად გადაუჭრელი იქნებოდა რომ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გარდა ამისა საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებით, გახდა გლობალური ლიდერი, მსოფლიო ლიდერი და საბოლოოდ პროექტმა რომელიც ჩვენ დავიწყეთ განაპირობა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფასების შემცირება, ასევე ჯანდაცვის სისტემებში და სხვა და სხვა სახელმწიფოში ამ საკითხების გააქტიურება , რაც ბუნებრივია პოზიტიურად აისახა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, აზიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც წლების მანძილზე ელოდებოდნენ ამ ძვირადღირებულ მკურნალობას.  საქართველომ გამოიწვია დადებითი ჯაჭვური რეაქცია და გახდა მაგალითი თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც არის C ჰეპატიტი.    

თეგები :