• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

„საზოგადოება მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყოს“ - გახშირდა თუ არა საქართველოში მიწისძვრები

საქართველოში მიწისძვრები გახშირდა, მართალია დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, თუმცა ხშირი ბიძგები საზოგადოების აღშფოთებას მაინც იწვევს.

საინტერესოა, რას ელოდებიან სეისმოლოგები ამ კუთხით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მიწისძვრების სიმძლავრე და სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდოს, ამის გასარკვევად Presa.ge სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ესაუბრა.

- რა გახდა ბოლო დროს საქართველოში მიწისძვრების გახშირების მიზეზი?

- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბოლო დროს წინა წლებთან შედარებით, მიწისძვრები არ გახშირებულა, მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ 5 წლის წინ, ამ მხრივ ნამდვილად რთული მდგომარეობა გვქონდა, დღეს კი სეისმურად აქტიური პროცესები ნაკლებად გვაქვს.

წინასწარ არ ვიცით რა მოხდება, ამის ვარაუდი ძალიან რთულია, გეოლოგიური მასშტაბით გრძელვადიან პროცესებს ვერ გავაკონტროლებთ, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, სად, როდის და რა სიმძლავრით შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, თუმცა სულ უნდა ველოდოთ ამას, ამავდროულდ,  საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ამისთვის მუდმივად მზადყოფნაში იყვნენ. 

- მზადყოფნაში რას გულისხმობთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი მიწისძვრისგან?

- ვურჩევდი ყველას, რომ მაქსიმალურად მყარ და კარგ შენობაში იცხოვრონ, ეს თქვენი სოცოცხლის დაცვისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმთავრესია! თუ ახალ სახლში აპირებთ გადასვლას, პირველ რიგში შეამოწმეთ შენობის მდგრადობა, იკითხეთ რამდენად დაცულია საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურა სეისმლოგიური კატასტროფებისაგან.

- თქვენი ინფორმაციით, რამდენად ადაპტირებულია ჩვენს ქვეყანაში არსებული შენობები მოსალოდნელი მიწისძვრისათვის? 

- ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვაქვს, ფაქტობრივად, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ დაგვიცავს მოსალოდნელი კატასტროფებისაგან. ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს! აუცილებელია იზრუნონ ადამიანებზე და სტიქიური უბედურებებისაგან მაქსიმალურად დაიცვან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

თეგები :