• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

ლელა მიქელაძე: მაია ასათიანმა მეც, დედაჩემიც და სხვებიც გაგვამწარა, ამიტომ ღმერთმა ყველაზე საყვარელი, ის უდანაშაულო ბავშვი წაართვა და დაასვა დაღი მის ცხოვრებას

ბიზნესლედი და ყოფილი მოდელი ლელა მიქელაძე, რომელსაც ჟურნალისტ ნინო ადამაშვილთან კონფლიქტი სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მოუვიდა, კიდევ ერთხელ ეხება თემას და მის ანალოგიურ კონფლიქტთან დაკავშირებით წერს, რომელიც მას წლების წინ ცნობილ ტელეწამყვან მაია ასათიანთან მოუვიდა.

ბიზნელედი მაია ასათიანსაც იგივე ბრალდებებს უყენებდა, რასაც ნინო ადამაშვილს - თითქოს ტელეწამყვანმა კადრებში მისი სახე შეგნებულად დააუშნოვა, რათა ლელა საზოგადოების თვალში შეუხედავი და ასაკოვანი გამოჩენილიყო. მოგვიანებით ყოფილმა მოდელმა სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მაია ასათიანი მისი შეურაცხყოფისთვის "ღმერთმა დასაჯა". ამჟამად, ბიზნელედი იგივე თემაზე სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს.

"მე არ მინდა მაია ასათიანს კიდევ შევეხო, მაგრამ რადგან ეს თემა ამოწიეთ, გეტყვით ერთს - მე განვიცადე მისი შვილის სიკვდილი და ასევე გაჩუმებდით თქვენ, საზოგადოებას იმ პერიოდში, როცა აფურთხებდით ყველა - მეტის ღირსია და ასე შემდეგ. ლაივიც ჩავწერე ამ მიმართვით, მგონი გახსოვთ ყველას, რადგან ქართველი ხალხი უმრავლესობა ამძიმებდა ამით არა მხოლოდ მაიას განცდას, ასევე იმ უდანაშაულო ბავშვის სულს, რომელიც ღმერთმა გაწირა მისი დედის არასწორი ქმედებების გამო.

მან მხოლოდ მე არ გამამწარა და მანერვიულა, მან დედაჩემიც გაამწარა და ქალს, რომელსაც უმძიმესი გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან, ატკინა გული, რადგან ერთადერთ შვილს ულანძღავდა, რომელიც გაზრდილი ჰყავს სათუთად და სწორად, რომელზედაც მთელი ცხოვრება აქვს მიძღვნილი მისი მზრუნველობით და ამაგით. დედაჩემს, ქალს, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია საქართველოსთვის და ქართველი დედის შვილებისთვის.

მაიამ დედაჩემს შვილი გაუნადგურა, ალანძღინა ვიღაც ბომჟებს, რომლებსაც შვილიც ფეხზე კიდიათ და მშობლებიც.. მაიამ ასევე მოხუცი ფსიქიურად დაავადებული მოხუცი ბერი დააცინინა მთელ საქართველოს, რომ სტუდიაში მისი მიწვევით რეიტინგი აემაღლებინა "რუსთავი2"-სთვის... ამიტომ ღმერთმა ყველაზე საყვარელი, ის უდანაშაულო ბავშვი წაართვა და დაასვა დაღი მის ცხოვრებას..

მე მისი გასალანძღი და დასაცინი არ ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ადამიანებისთვის სიკეთის მეტი არაფერი არ მიკეთებია, მაგრამ მან მე გამწირა, ადამიანი, რომელიც ერთხელ მნახა ცხოვრებაში. ეშმაკს მიჰყიდა სული ზუსტად მაშინ.ეს ღვთის გამოცდა იყო მისთვის, რადგან ასეთი შანსი მხოლოდ ერთხელ აქვს ადამიანს. კიდევ ვიმეორებ, ჩემს გამლანძღავს და დამცინავს ღმერთი ყველას მოგთხოვთ პასუხს, რადგან მე თქვენთან შეხება არ მაქვს, თუ ვინმემ არ გამომიყვანა წყობიდან და თუ გამოვედი მე, 1 საათი ვიცი მარტო ნერვიულობა. ღმერთი თვითონ გთხოვთ პასუხს და ნუ გიკვირთ, ის თქვენ არასდროს დაგაჩაგვრინებთ ჩემს თავს. დიდება უფალს, რომ მის მფარველობას მუდმივად ვგრძნობ," - წერს ლელა.

ორი ქალბატონის რამდენიმედღიან დავას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. ლელა მიქელაძეს და ნინო ადამაშვილს მეგობრები ამხნევებენ და "მოწინააღმდეგეს" აკრიტიკებენ. სტატუსებს ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის, მომღერალი გია სურამელაშვილი, რომელმაც ნინო ადამაშვილს დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მაია ასათიანს, ინტერნეტის მომხმარებლების უმრავლესობა თანხმდება, რომ შვილმკვდარი დედის მისამართით ასეთი საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. თავად მაია ასათიანი ლელა მიქელაძის მრავალწლოვან ბრალდებებს არასდროს გამოხმაურებია.

თეგები :