• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

ნინო ადამაშვილი ლელა მიქელაძეზე: ეს მაიმუნი მედავება, რომ თითქოსდა მისი ფოტო განზრახ დავამახინჯე, რათა მის გვერდით ლამაზი გამოვჩენილიყავი

"მის მკერდის" ჟიურის წევრი და ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი ასე ეხმაურება ყოფილ მოდელ ლელა მიქელაძის სკანდალურ სტატუსებს, რომლის შესახებაც უკვე ვწერდით:

"გამარჯობა მეგობრებო.. მოკლედ, ერთი შლამახუნის მაიმუნი არ მანებებს თავს.. ერთი კვირაა შეუჩერებლად მლანძღავს, მე კი თავს ვიკავებ, რათა პიარი არ გავუკეთო მას.

საქმე მდგომარეობს შემდეგში: ეს ქალბატონი, რომელიც არის ე.წ. ყომარბაზი და რომელიც მეც და ბევრმაც გაიცნო მარკუს მეტრეველთან დაპირისპირების შემდეგ ( თორემ ისე ვინ ჩემი დუშამბეა), მე მედავება რომ თითქოსდა მე და ჩემმა ფოტოგრაფმა განზრახ დავამახინჯეთ,რათა მის გვერდით ლამაზი გამოვჩენილიყავი.. თითქოსდა მე გავუკეთე ხელოვნური ნაოჭები და მუცელი მას.

როდესაც ფოტო დავდე, მან მთხოვა რომ მე არ მომწონს ნინ ეს ფოტო და მოდი სხვა ფოტოთი ჩავანაცვლოთო..კარგი-მეთქი მივუგე მე. როდესაც ლინკი გავუგზავნე, სადაც თითქმის მთელი ღონისძიების 800-მდე ფოტო იყო, ამაზე მთლად გადაირია რომ ყველა მისი ფოტო იყო თითქოსდა გაყალბებული და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ " გაშოპებული". პ.ს.ჩემს ფოტოგრაფს ჩიპზე ორიგინალი ფოტოები აქვს შენახული.. საჭიროების შემთხვევაში ამ ფოტოებს ჩაუტარდება ავთენტურობა..და ლელას მოუწევს საჯაროდ ბოდიშის მოხდა..

მანამდე კი ანაზდად მივმართავ მას: ლელა, ჩემო არშემდგარო მეგობარო და ზოგადად არშემდგარო პიროვნებავ.. პირველ რიგში მადლობა გადამიხადე იმისათვის რომ აღმოჩნდი ჩემი კამერის ობიექტივში, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ცნობად და წარმატებულ სახეებთან და არა საკუთარი თავის განდიდების მანიით შეპყრობილ ყომარბაზებთან, რომლებიც თურმე 6 000 000$ ღირან. ან თურმე ჩემი ფასი მხოლოდ ცალი საყურე უკეთიათ ყურზე.

და კიდევ ამდენი ბოტოქსები სილიკონები ფილერები პლაზმოლიფტინგი მიკრობლეიდინგი და ა..შ..არ იმალება სამწუხაროდ კამერასთან და მე ჯადოქარი არ ვარ რომ ასეთი მოფლაშული სახე მაისის კვირტივით გავხადო.

ამ ამბავმა ერთი ჩემი ბავშვობის ისტორია გამახსენა - მახსოვს საბავშვო თეატრში დავდიოდი" არტოს ბაღში", იქ ერთი კახელი მიტო იყო, გლეხური დიალექტი ჰქონდა.. წითლად აღაჟღაჟებული ლოყები.მოკლედ ძალიან საყვარელი კაცი იყო.. პოლაროიდის აპარატი ჰქონდა.. ფოტოებს გვიღებდა და გვჩუქნიდა ხოლმე.. ერთხელაც ჩემი ერთი უმადური ჯგუფელი აუშარდა - რატომ დაგვამახინჯე მე და ჩემი პადრუშკა ფოტოებზეო..
მიტო ოდნავ მოიღუშა, ერთხანს ლოყები დაებრაწა, მერე კახური დაწკეპილი ულვაშები ააცმაცუნა, და კახურივე აქცენტით მიუგო: "რა მაიმუნებიც იგრე ხართ.. კინოშიც იგრე გამოხვედით"-ო", - წერს ნინო ადამაშვილი სოციალურ ქსელში.

თეგები :