• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

„იმ დღეს დედაჩემი დავმარხე, ახლა ის მუცლით ცარიელ საფლავს ატარებს“ - სულისშემძვრელი წერილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა ლაშხელი ონიანი აბორტის თემასთან დაკავშირებით სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს.

„იმ დღეს დედაჩემი დავმარხე.
არც მომკვდარა და არაფერი.
უბრალოდ მივხვდი რომ არ ვუყვარდი.უფრო მეტიც,
ჩემი დაბადებაც არ დაუშვა. არ მომცა უფლება ადამიანი ვყოფილიყავი...მესუნთქა და მეცხოვრა...
ჰო და ძალიან კარგი თუ არ დავიბადე. რად მინდა ადამიანად ყოფნა,თუ ადამიანებს საკუთარი შვილების მოკვლა შეუძლიათ და არაერთხელ...
სულ რამდენიმე კვირა ვიცოცხლე მუცელში და ადამიანები კარგად გავიცანი.
იქ სადაც დედას შეუძლია მოკლას შვილი და მამა არც კი ეწინააღმდეგება...რატომ უნდა მოვსულიყავი?.
ერთი წამითაც არ მინდა ასეთ დედამიწაზე ცხოვრება...
ახლა დედაჩემი მუცლით ცარიელ საფლავს ატარებს
მამაჩემი ჯიბით ცარიელ ბოთლებს...
ჩემი და ძმა ფერადი სათამაშოებით ოთახს მიწყობენ
მაგრამ მე არ დავიბადები...“

თეგები :