• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

ია კერზაია სიკვდილს ებრძვის - „ეს იყო განათლების მინისტრის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა“

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ოპერაციის შემდეგ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ია კერზაიას ინსულტი მას შემდეგ დაემართა, რაც უარი თქვა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილის აქტივისტი, განაწყენებულმა ხელისუფლებამ კი, მის მიმართ რეპრესიები დაიწყო.

ქართული ოცნების მხარდამჭერმა პოლიციაში გააგზავნა ანონიმური წერილი და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბოლშევიკების დროს.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს „დარღვევები აღმოუჩინეს“ და დასაჯეს, რის გამოც ნერვიულობის ნიადაგზე ქალბატონი იას ინსულტი დაემართა და კომაში ჩავარდა.

ის ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ქალბატონი ია ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის.

ცნობილი პედაგოგის შვილი, ბაჩანა შენგელაია ღიად აცხადებს რომ ქალბატონი ია კერზაია რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

მისი თქმით, ზეწოლა განათლების მინისტრისგან მოდიოდა და მიზანი დაშინება იყო.

მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი იმისათვის, რათა კარგად გავიაზროთ რა მეთოდებით იბრძოდა ხელისუფლება.

ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად, გაყალბებასთან ერთად მსგავს ძალადობასაც ახორციელებდა.