• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

რატომ სცემა ხელვაჩაურში დედამთილმა რძალი აკვნის ჯოხით (ვიდეო)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დედა-შვილი გაასამართლეს.

ხელვაჩაურის სასამართლომ ქმარს ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ჩარტყმისთვის 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დედამთილს კი რძლის აკვნის ჯოხით ცემისთვის 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

შემთხვევა 1 წლის წინ მოხდა. როგორც დედამთილი მაგული ფუტკარაძე „იმედთან“ საუბარში ამბობს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მუდმივად ხდებოდა კონფლიქტი. ამ ბოლო შემთხვევაში კი, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა, დაპირისპირება თავიდან დედამთილსა და რძლის დას შორის დაიწყო. საბოლოოდ, ჩხუბში ფუტკარაძის შვილიც ჩაერთო. როგორც მაგული ფუტკარაძე ამბობს, ის თავის დაცვას ცდილობდა და ამისთვის აკვნიდან ჯოხი გამოაძრო, რომელიც რძალს მოხვდა. 

ნახეთ ვიდეო:

თეგები :