• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს და ემანუელ მაკრონს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიაში ვიზიტის დეტალები ზუსტდება და დღის წერსიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბერლინში ვიზიტი  - 19-დან 21 თებერვლამდე შედგება.

ბერლინში ვიზიტამდე 17-19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეწვევა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.

პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება სამუშაო ვიზიტზე თანხმობის მიცემის შესახებ უკვე გამოსცა.

განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს უკავშირდება.

თეგები :