• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

"სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს"

"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თქვა.

"მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით. მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თეგები :