• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

"თუ მაგარი მთავრობა ხარ, ალტერნატიული მთავრობის რატომ უნდა შეგეშინდეს?"

აქ ატეხეს ერთი ამბავი, უი, ალტერნატიული მთავრობა შექმნესო, თუ მაგარი მთავრობა ხარ, ალტერნატიული მთავრობის რატომ უნდა შეგეშინდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"​აქ ატეხეს ერთი ამბავი, უი, ალტერნატიული მთავრობა შექმნესო, თუ მაგარი მთავრობა ხარ, ალტერნატიული მთავრობის რატომ უნდა შეგეშინდეს? მაგაშია უბედურება, რომ საქართველოს აღარა ყავს მთავრობა. ეს გოგო-ბიჭები, რომლებსაც მთავრობას უწოდებენ, დიდი ხანია, აღარ არიან. გამოდიან და ეს რა უბედურება მოხდა, ჩრდილოვანი კაბინეტი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ იქნება კალაძე, ვინ იქნება თბილისის მერი, თუ არ იქნება ბახტაძე, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ არ იქნება განათლების მინისტრს რომ უწოდებს თავის თავს, ვინ იქნება განათლების მინისტრი, თუ არ იქნება ერთი ჯანდაცვის მინისტრი უდღეური, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი და რას აპირებს ეს ხალხი. უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არის ძირითადად ყველა ასაკის ხალხი, არის ნორმალური ხალხი განათლებული, რომელსაც უყვარს სამშობლო და არ მოიპარავს ფულს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თეგები :