• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

"ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს"

უმრავლესობის რიგებში არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული ეკას ქმედებებზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა კაჭრეთში განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი არ დადგება.

"საუბარია იმაზე, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დაადგენს კრიტერიუმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენა სასამართლოში. ეს მოხდება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ კონკრეტულ მოსამართლეებზე. უმრავლესობის რიგებში არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული ეკას ქმედებებზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი არ დადგება", - განაცხადა კახიანმა.

თეგები :