• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

აი, რატომ დაესხა თავს ივანიშვილი თიბისის

ივანიშვილის დავალებით პროკურატურამ თიბისი ბანკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. ამოღებული და დალუქულია დოკუმენტაცია. 

რატომ ცდილობს მილიარდელი ოლიგარქი ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბიზნესის შევიწროვებასა და ათი ათასამდე მაღალშემოსავლიანი დასაქმებულისათვის პრობლემების შექმნას? 

თიბისის "ქეისში" მთავარი ამბავი ისაა რომ ამ ე.წ გამოძიებით, ივანიშვილი ეცდება წარმატებულ ბრენდს ლონდონის ბირჟაზე დაუგდოს აქციები... 

ოლიგარქი ფიქრობს რომ ამით ბანკს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, შემდეგ კი იაფად იყიდის და დიდ საბანკო მონოპოლიას გააკეთებს. 

ლიბერთი ბანკი მისია, ქართუ ბანკი მისია და უნდა რომ თიბისი ბანკიც მისი საკუთრება გახდეს. 

ამ შემთხვევაში, მას ქვეყნის შიგნით,
მთელი ფინანსური პირამიდა ექნება და წყნარად და უმტკივნეულოდ განახორციელებს არალეგალურ თუ ლეგალურ ფინანსურ ოპერაციებს, თუ დასჭირდა, ფულის გათეთრების ჩათვლით. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივანიშვილი წარმატებულ ბიზნესს პრობლემებს უქმნის იმიტომ რომ იაფად ჩაიგდოს ხელში და საკუთარი ფინანსური თვალსაწიერი გაიფართოვოს.

იგივე ბედი ელის სხვა ბანკებსა და მისთვის საინტერესო ყველა მსხვილ ბიზნესსაც, რადგან როგორც წლების წინ ცნობილმა ჟურნალმა "ფორბსმა" ირონიით შენიშნა: "არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა".

თეგები :