• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

თამარ ჩერგოლეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა

თამარ ჩერგოლეიშვილი ასე გამოეხმაურა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში, სადაც ოქრუაშვილმა ჩერგოლეიშვილი გააკრიტიკა და თან მისი პიკანტური ფოტოც დაურთო.

"ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა, თუ უშვებს (ან ჰგონია, რომ ვინმე უშვებს) რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ სააკაშვილს აიძულებდა შეცდომების დაშვებას.

თავად ამ მხდალ ტიპს იმდენჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი კამერების წინ, მისი სიტყვები უმნიშვნელოა, მაგრამ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ არცერთ დისკუსიაში, არასოდეს, სააკაშვილის გუნდის არცერთი წევრითვის ამირიდებია პოლიტიკური პასუხისმგებლობა "სისხლიანი 9 წლის" შეცდომებზე და სიკეთეებზე.

P.S. ფოტო კარგად შეურჩევია - ეს არჩევანი ბევრს ამბობს თავად ოქრუაშვილზე," - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

ამ სტატუსით თამარ ჩერგოლეიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ამ წერილს უპასუხა:

"ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ ტვ პირველზე ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების ბრალი იყოო. იმ ერთ კაცში მიშას გულისხმობდა.

ღმერთო, ხანდახან რა უკუღმა მოაწყობ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?

გეგონება მაგის ქმარი არ იყო გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით ყველაზე მეტად გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე. ლესელიძეზე რესტორანში "ვილკებს" რომ იყრიდა ჩემთან კამათით ვანო და დათა არაფერშუაში არიანო," - დაწერა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში.

თეგები :