• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

თბილისის მერს ორი კორეა ერთმანეთში აერია (ფოტო)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერც გეოგრაფიაში და ვერც საერთაშორისო პოლიტიკაში ვერ ერკვევა.  Presa.ge-ს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელზეც მერის ხელმოწერაა, ხოლო ტექსტში სერიოზული შეცდომებია დაშვებული. კერძოდ, დოკუმენტის სათაურია - „ქალაქ სეულში (კორეის სახალხო რესპუბლიკა) მივლინების შესახებ“, ხოლო ტექსტში ადგილის დასახელება მეორდება ზუსტად იგივენაირად.

შესაბამისად, თბილისის მერს ორი კორეა ერთმანეთში აერია - ქალაქი სეული კორეის სახალხო რესპუბლიკაში, ანუ ჩრდილოეთ კორეაში კი არა (რომელსაც სრულად ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ჰქვია), არამედ კორეის რესპუბლიკაში, ანუ სამხრეთ კორეაში მდებარეობს და მისი დედაქალაქია. ეს ელემენტარული ცოდნა, რომელიც საჯარო სკოლის უმცროსკლასელსაც შეიძლება ჰქონდეს, კახა კალაძისთვის, როგორც ჩანს, დიდი ფუფუნებაა.

გეოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, შეცდომა პოლიტიკურიცაა. უხერხულია, როდესაც ქვეყნის მმართველი ძალის ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიქტატორულ რეჟიმს მეორე დემოკრატიული სახელმწიფოსგან ვერ ასხვავებს.

უკვე წლებია ბევრს საუბრობენ კალაძის განათლებაზე. ოფიციალურად, კახა კალაძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული, თუმცა, როგორც მისი თანაკურსელები ამბობენ, ის უნივერსიტეტში ერთხელაც არ დასწრებია ლექციებს და იმ დროს საერთოდაც საქართველოში არ ცხოვრობდა. კალაძე თბილისის უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს კიევში იყო და ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობდა.

ნახეთ დოკუმენტი:

თეგები :