• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე იქნება

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე იქნება. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზაურ სვანაძე თბილისის „დინამოში“ 2017 წელს დაბრუნდა და ის მეორე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა.

კახი კაჭარავა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუშინ,  11 ნოემბერს გაათავისუფლეს.

„კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა“– წერს „დინამოს“ გვერდი.

ზაურ სვანაძე 1976-1980 წლებში  თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში, თბილისის დინამოში (1981-1989), ჰოლმსუნდში (შვედეთი, 1990-1991), მაიფში (შვედეთი, 1992-1993), ელივარეს გეესკოში (შვედეთი, 1994-1995). სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 246 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1981), იყო თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი 2002 წელს. არის ღირსების ორდენის კავალერი. 1981 წელს მოიპოვა პირველი ადგილი ევროპის თასების მფლობელთა თასზე.მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია, 2012 წლიდან კი ბაქოს "ინტერს" წვრთნიდა.

თეგები :