• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ბათუმში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელები“ დაარსდა

რიგითი ბათუმელები დღეს მოძრაობის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ. ინფორმაციას, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულები არიან, თუმცა ამჯერად სწორედ იმ ხელისუფლების მხარდაჭერას აპირებენ, რომლის მიმართაც ბევრი პრეტენზია აქვთ, რადგან ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა.

„გაბრაზებული ვართ ხელისუფლებაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ლარის კურსი დაეცა, არამედ ღირსების აღდგენა ვერ მოახერხა. მაგრამ ამჟამად ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა, ვერ დავუშვებთ ტოტალიტარული წარსულის დაბრუნებას, ქუდზე კაცი გამოვა მეორე ტურში”,-ამბობს მოძრაობის წევრი მამული ჟღენტი.

„გაბრაზებული ბათუმელები” მასშტაბურ შეხვედრას 18 ნოემბრისთვის გეგმავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ხელისუფლებას, თუმცა ამბობენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი კონკრეტულ მოთხოვნებს დაუყენებენ და მათ შესრულებას მოსთხოვენ.


თეგები :