• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება იცხოვროს თავის სახლში, ყვარელში

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს და მოქალაქეობა უნდა დაიბრუნოს. თუ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლო სისტემას სააკაშვილთან კითხვები ექნება, მან უნდა უპასუხოს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ Deutsche Welle-სთან„ ინტერვიუში განაცხადა.

„მესამე პრეზიდენტი აქ ცხოვრების უფლებას მიიღებს, გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, ეს მასზეა დამოკიდებული. სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა ყვარელში თავის სახლში მისი ცხოვრების შესაძლებლობა ეს ისაა, რაც ჩვენ მისთვის უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის სააკაშვილისგან დამოუკიდებელია. ის ასევე აცხადებს, რომ 2-3 თვის განმავლობაში ის ყველა პოლიტიკურ პატიმარს შეიწყალებს.